The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ღვამიჩავა

ანდრო ღვამიჩავა
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1983 წელს; 1986-1989წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1993 წელს დაამთავრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბერლინის დიპლომატიური სკოლა და გაიარა სტაჟირება ბრიუსელის ნატოს შტაბბინაში; 1997 წელს დაამთავრა ბერლინის გოეთეს ინსტიტუტი.

1983-1989წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზკურორტპროექტის" საქართველოს ფილიალში არქიტექტორად; 1998-2000წწ. ვენაში გაეროს შტაბბინაში საერთაშორისო საკითხების ექსპერტად საქართველოდან; 2000-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად; 1989 წელს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომთა კრებული "დიდ აგლომერაციებში ხანმოკლე დასვენების ცენტრების არქიტექტურული ორგანიზაცია"; 1993 წელს ბერლინში გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები"; 1998 წელს გამოსცა წიგნი "ევროკავშირი XXI საუკუნის მიჯნაზე"; პრაქტიკული პროფსიული საქმიანობის წლებში შესრულებული აქვს არაერთი არქიტექტურული ობიექტის პროექტი; ამავე პერიოდში თბილისში, მოსკოვში, ბერლინში, კიევში მოწყობილი აქვს პერსონალური გამოფენები - არქიტექტურა, გრაფიკა, ფერწერა, კარიკატურა და ქანდაკება.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.582-583

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1986-)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ეთიკის კომისია, წევრი (2012-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: