The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან ღვინეფაძე

სევერიან ღვინეფაძე
დაბადების თარიღი:1 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:1990  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ელექტრომექანიკოსის სპეციალობით 1931 წელს.

1927 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა "ზაჰესის", "რიონჰესის", დასავლეთ საქართველოს 35, 110 და 220 კვ. ელექტროქვესადგურების მშენებლობაზე; 1942-1943წწ. მივლინებული იყო ყაბარდო-ბალყარეთში "ბაქსანენერგოკომბინატის" ელექტროქსელების აღდგენის სამუშაოებზე; წლების განმავლობაში იყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N1 მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობით შესრულებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია "ბზიფი-დაგომისის" 220 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის უნიკალური უბანი გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჟოეკვარას ხეობის გადაკვეთით, "ხაიში-მესტიის" 35 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი უსაყრდენო უბნით; სოხუმისა და დაგომისის 220 კვ. ქვესადგურების დამცავი დამბები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ ქვესადგურების შემაერთებელი უნიკალური 500 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი "ენგურჰესიდან" ნახარის უღელტეხილამდე; 1947-1948წწ. იყო ელექტროსაქსელო ობიექტების მშენებლობაში ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების დანერგვის ერთ-ერთი ავტორი; მიღებული ჰქონდა მრავალი საპატიო სიგელი და საიუბილეო მედალი, მათ შორის სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.583

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: