The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან ღვინჯილია

ვალერიან ღვინჯილია
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:31 ოქტომბერი, 2022  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ტექნილოგიის სპეციალობით 1949 წელს.

1949 წლიდან მუშაობდა ტრესტ "ტყვარჩელ ნახშირის" N2 შახტაზე უბნის უფროსის თანაშემწედ, შახტის მიწისქვეშა უბნის უფროსად. ამის შემდეგ გაიარა გზა "ტყვარჩელნახშირის" ტრესტის მმართველის თანამდებობამდე (უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინრის თანაშემწე, სტალინის სახელობის შახტის მთავარი ინჟინრის მოადგილე, N6 შახტის მთავარი ინჟინერი, ტრესტ "ტყვარჩერლნახშირის" საწარმოო განყოფილების უფროსი, N6 შახტის უფროსი, "ტყვარჩელნახშირის" ტრესტის მმართველი). 1970 წლიდან - კომბინატ "საქნახშირის" უფროსის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში; 1972 წლიდან - კომბინატ "საქნახშირის" უფროსი; 1976 წლიდან - საწარმოო გაერთიანება "საქნახშირის" გენერალური დირექტორი; 1981 წლიდან - საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სამთო-გეოლოგიური სამუშაოების სამმართველოს უფროსი; 1983 წლიდან - სსრკ ნახშირის მრეწველობის სამინისტროს ნახშირის მიწისქვეშა მოპოვების საწარმოო-ტექნოლოგიური მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1988 წლიდან - საბჭოთა კავშირის ნახშირის მრეწველობის მინისტრის ინსპექციის მთავარი ინსპექტორი; 1990-1996წწ. - საქართველოს მინისტრთა საბჭოს სათბობისა და ენერგეტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, სათბობისა და ენერგეტიკის საკითხთა წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, მრეწველობისა და ენერგეტიკის საკითხთა წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1996 წლიდან - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დეპარტამენტ "საქნახშირის" თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. - სახელმწიფო საქვესაუწყებო დაწესებულება "საქნახშირის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე. საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, სამთო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი. აქვს სამეცნიერო და მნიშვნელოვანი საინჟინრო შრომები. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით. არის "მეშახტეთა შრომის დიდების" პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დარგობრივი საპატიო ნიშნის მედლების კავალერი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.583; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.348

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სამთო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: