The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ყველაშვილი

ალექსანდრე ყველაშვილი
Date of birth:10 April, 1958  (67 years)
Category:Engineer, Entertainer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კინოფოტოხელოვნების ფაკულტეტი დოკუმენტური და ტექნიკური ფილმების ავტორ-ოპერატორის სპეციალობით 1985 წელს და ავტომატიკა-ტელემექანიკის ფაკულტეტი 1989 წელს.

1981 წელს მუშაობა დაიწყო ქდსპფ (ქართული დოკუმენტური სამეცნიერო-პოპულარული ფილმი) სტუდიაში ოპერატორის ასისტენტად, როგორც ოპერატორმა გადაიღო ფილმები: "კეთილი მომსახურება" (ს. სტახოვი, 1986), "ავაშენებდი ოცბების ქალაქს" (ლ. შონია, 1986), "ცელქი ბიჭი" (ს. სტახოვი, 1987), "რკინა" (ი. ტრიპოლსკი, 1988), "სენი" (ვ. ზუბიაშვილი, 1988), "ვაშლოვანის ნაკრძალი" (ი. ედიშერაშვილი, 1989), "მითი და სინამდვილე" (ს. სტახოვი, 1989), "საგამომძიებლო კომისიის მასალებიდან" (ლ. შონისა, ნ. ყიფიანი, 1989), "რებუსი" (ს. სტახოვი, 1990), "საქართველოს უკანასკნელი ომი" (ა. ჭიაურელი, 1990), "გარეჯის უდაბნო" (ი. ტრიპოლსკი, 1990), "გალობანი სინანულისანი" (ლ. შონია, 1991), "დედა ღვთისმშობელი" (გ. როგავასთან და დ. ასათიანთან ერთად/მ. გაგუა, 2005), "ალავერდობა" (ზ. ინაშვილი, 2008) და სხვ. 1999-2004 წწ. ტელეკომპანის "მე-9 არხის" მთავარი ტელე-ოპერატორი. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 185; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge


Share: