The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ყველაშვილი

მალხაზ ყველაშვილი
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1956
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1984  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

1973 წლიდან მუშაობდა ქდსპფ სტუდიაში სინათლის ტექნიკოსად, შემდეგ ოპერატორის ასისტენტად. როგორც მსახიობი მონაწილეობდა სახალხო თეატრის წარმოდგენებში. 1980 წელს ჩააბარა ვგიკ-ის საოპერატორო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, პარალელურად მუშაობდა მეორე ოპერატორად ს. სტახოვის ფილმებზე: "თეთრი ხბოს ამბავი" (1981), "ბუზი ბაზარს მიდიოდა" (1982), "ელვა, ჰაერი, წყალი", "ესკიზი ხელმძღვანელის პორტრეტისთვის" (1983). დამოუკიდებლად გადაიღო "სიმონ ჩიქოვანი" (ვ. ზუბაშვილი, 1984). მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე თვითნასწავლი მხატვრის ვანო მელიაშვილის შესახებ. ტრაგიკულად დაიღუპა 1984 წელს კინოგადაღების დროს. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 185


გააზიარე: