The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ ღლონტი

Date of birth:20 December, 1942  (82 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1964 წელს.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ქ. აშხაბადის სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1966 წელს დაინიშნა "აშხაბადგაზის" მთავარი სამმართველოს უფროსად; პირველად, სწორედ "აშხაბადგაზის" მთავარმა სამმართველომ უზრუნველყო ბუნებრივი აირის მიწოდება თურქმენეთის დედაქალაქისთვის და ამ დამსახურებისთვის ის დაჯილდოებულ იქნა "შრომის წითელი დროშის" ორდენით; 1968 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს კურორტების მართვის სამმართველოში უფროსის მოადგილედ მშენებლობის დარგში; 1991 წლიდან იგი რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველობაში მუშაობს, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მუდმივი წარმომადგენელი; 1994 წლიდან იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის საკურორტო სამმართველოს უფროსი; 1995 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფის სამსახურის საკურორტო დაწესებულებათა სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს; 2000 წლიდან სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის შპს "ინტერკურორტის" დირექტორი იყო; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 2001 წლიდან საქართველოს ვეტერან ოლიმპიელთა ფონდის გენერალური მდივანია; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1981).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.584

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: