The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ღონღაძე

ვლადიმერ ღონღაძე
Date of birth:17 February, 1956  (68 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა დედოფლისწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1978 წელს.

1978-1982წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილსახავტოგზატრანსში" ხელოვნური ნაგებობების განყოფილების ინჟინრის თანამდებობაზე; 1982 წლიდან მუშაობს საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტში "ტრანსპროექტი", ხელოვნური ნაგებობების განყოფილების წამყვანი ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე; 1999 წლიდან პროექტირების საინჟინრო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 2002 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი იყო; 2011 წლიდან მუშაობდა ხელოვნური ნაგებობების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმის განვითარებაში; მისი მონაწილეობით დაპროექტებულია საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების მრავალი პროექტი: "სამტრედია-გრიგოლეთის" 52 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის, "ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის" მონაკვეთის 58 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობის, "თბილისი-რუსთავის" მონაკვეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის, "თბილისი-სენაკი-ლესელიძის" მაგისტრალური გზის 27-43 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოების, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისა და "ჩაქვი-მახინჯაურის" მონაკვეთის მშენებლობის, "სენაკი-ფოთი-სარფის" მაგისტრალური გზის 89-96 კმ, მახინჯაურის მონაკვეთისა და გვირაბების მშენებლობის, "ვაზიანი-გომბორი-თელავის" საავტომობილო გზის 1-66 კმ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა მრავალი; 1997 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გამოეცხადა მადლობა საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროგრამის დამუშავებისათვის.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.584-585; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.321

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    წალენჯიხის რაიონში მდინარე ენგურზე, დუშეთის რაიონში მდინარე არაგვზე, ადიგენის რაიონში მდინარე ოცხეზე, ბაღდათის რაიონში მდინარე ხანისწყალზე და მესტიის რაიონში მდინარე მელხურაზე სახიდე გადასასვლელების დაპროექტებისა და მშენებლობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შრომისათვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საავტომობილო გზების კვლევა-ძიებისა და დაპროექტების საქმეში შეტანილი წვლილისათვის

Share: