შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია მანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. მაია მანიას სამეცნიერო კვლევის სფეროა თბილისის და სხვა ქართული ქალაქების საერო არქიტექტურა. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, 2005 წლიდან აკადემიაში მიჰყავს თბილისისა და სხვა ქართული ქალაქების არქიტექტურის ისტორიის კურსი; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის ექსპერტ-არქიტექტორი; ბეთლემის უბნის კონსერვაციის გეგმა-ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები, მეცნიერ-კონსულტანტი, პროექტი დაამუშავა ICOMOS საქართველომ, UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის დივიზიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით (2005 წ.). არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, პროფესორი. წყარო: საინფორმაციო პორტალი - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული კვლევითი ცენტრი gch-centre.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |