The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე მარდალეიშვილი

კონსტანტინე მარდალეიშვილი
Date of birth:1 January, 1946  (79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1970წწ. მუშაობდა დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა კოჩუბეიში ექიმ - სტომატოლოგად, 1970-1974წწ. იყო მოსკოვის სტომატოლოგიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით; 1974-1976წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1976-1984წწ. მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი (1980-1984). 1984 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი, 1997-2011წწ. მის მიერ დაარსებული "ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის" ხელმძღვანელი, 1999-2000 წლებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის  პროფესორი. 2000-2006წწ. სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია; 2006 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა; 2012 წლიდან მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის - "ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი"-ს ხელმძღვანელი. 3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

წყარო: საინფორმაციო პორტალი - მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკა - "კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" - mmc.ge; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.99; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.531

Member of Organizations

  • გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ჟურნალ "რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ჟურნალ "საქართველოს ონკოლოგია" სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1982-1994 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "რეკონსტრუქციულ - აღდგენითი ოპერაციები ონკოლოგიაში"

Bibliography


Share: