The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ღოღელიანი

ლალი ღოღელიანი
Date of birth:31 March, 1944  (80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1967 წელს.

1968-1974წწ. მუშაობდა კავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე, ჰიდროპროექტის ინჟინრად; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად; 1997 წელს არჩეულ იქნა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანად და დეპარტამენტის ხელმძღვანელად; წლების განმავლობაში იყო ჰიდროტექნიკური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სალიცენზიო კომისიის წევრი, ტექნიკური უნივერსიტეტის რეფორმების და განაწილების საკოორდინაციო საბჭოს კოორდინატორი; არის რამდენიმე საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, როგორებიცაა: საქართველოს ენერგეტიკის, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ამერიკის საერთაშორისო (Sigma-XI) ასოციაციის, საერთაშორისო ეკოლოგიის, მეცნიერ ინჟინერ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის, ასევე, არის საქართველოს პარლამენტის და მეცნიერების დეპარტამენტის სოციალური კომიტეტის წევრი; 2006 წლიდან პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორია; გამოქვეყნებული აქვს 99 სამეცნიერო სტატია, მათ შორის, ორი მონოგრაფია; დაჯილდოებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუწყებო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1974), დოქტორი (1993).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.585; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    საქართველოში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

Bibliography


Share: