შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით (გ. ჭუბაბრიას სახელოსნო) 1982 წელს. მუშაობდა ქდსპფ სტუდია "მატიანეში". გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ქართული მართლმადიდებლური ეკლესია" (ი. ტრიპოლსკისთან ერთად, 1985), "მაღარო" (1986), "ზარი" (ლ. შონიასთან ერთად, 1988), "საგამომძიებლო კომისიის მასალებიდან" (ლ. შონიასთან ერთად, 1989). 2002-2004წწ. მონაწილეობდა ტელეკომპანია "მე-9 არხის" ჩამოყალიბებაში, გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2004-2007წწ. მუშაობდა ტელეკომპანიაში "მზე". 2013-2016 წწ. მცხეთა-თიანეთის რწმუნებული - გუბერნატორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 186
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |