Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ღოღობერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი მშენებელ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო, საპროექტო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში; 1983-1988წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წყალმომარაგებისა და წყალარინების კათედრის გამგე, პროფესორი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი კომუნალური დარგის განვითარებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდის საქმეში; აღსანიშნავია მისი დამსახურება ენერგეტიკისა და ეკოლოგიის პრობლემების გადაწყვეტაში; ასევე, მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი რესპუბლიკაში მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების მშენებლობის საქმეში; ავტორია ორ ათეულზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და გამოგონების; არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის 1981 წელს გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი ტექნიკის დარგში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.586-587 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |