შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგორ ღურჯია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს. 1973 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში; გაიარა ყველა პროფესიული სამსახურებრივი საფეხური ოსტატიდან სამშენებლო სამმართველოს უფროსამდე; მონაწილეობდა ფოთის წისქვილქარხნის ელევატორისა და კოშკის (რომელთა მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოების შესრულება მიმდინარეობდა მცოცავი ყალიბის გამოყენებით), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღების, სკოლის, სპორტული კომპლექსის, ფოთის 450-ადგილიანი დრამატული თეატრის და სხვა ობიექტების მშენებლობაში; არის შპს "კუნძულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.588
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |