Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ყავლაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხეთი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1960წწ. პროფესიული საქმიანობა დაიწყო სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "თბილგაზმშენის" სარემონტო-სამონტაჟო სამმართველოში ინჟინრად; 1960 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში; მუშაობდა "თბილსრესის" მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, "ენგურჰესის" მშენებლობის სამოქალაქო ბინათმშენებლობისა და "ვარდნილჰესების" კასკადის სამშენებლო სამმართველოებში უბნების უფროსად, "კაშხალმშენის" სამმართველოში მთავარი ინჟინრის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1988 წლიდან ხელმძღვანელობდა სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ვარციხჰესის სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით - სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენის" სახაზინო საწარმო "ვარციხჰესს"; 2000-2010წწ. სათავეში ედგა "რიცეულაჰესის" (რაჭა) მშენებლობას; 2010 წლიდან "ლეხუნიჰესის" (რაჭა) მშენებლობის მთავარი ინჟინარია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.589 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |