The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ყანჩელი

ირაკლი ყანჩელი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი : ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს თელავის ხიდების N9 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში; იყო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1970-1972წწ. მუშაობდა თბილისის N15 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972-1977წწ. სამმართველოს უფროსად; 1977-1986წწ. თბილისის N11 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმათველოს უფროსად; 1986-1993წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1993-2000წწ. მუშაობდა მოსკოვში მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა მრავალი სახიდე გადასასვლელი მდინარეებზე: სვიანაზე, მშრალ ხევზე (მთათუშეთში), თურდოსხევზე, ინწობაზე, ბოლიაზე, ხოდაშენისხევზე (კახეთის ზონაში), იუფშარაზე "ბზიფი-რიწა-ავადხარას" გზაზე, ხანისწყალსა და წაბლარაზე (2-2 ხიდი - ბაღდათის რაიონში), ლოჭინოსხევზე, იორზე, ჩაილურზე; აიგო გზაგამტარი სოფელ ბადიაურთან, "თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" გზაზე, ხიდი მშრალ ხევზე ("მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის" გზაზე) და 5 ხიდი "ბზიფი-რიწის" გზაზე (აფხაზეთი); აღდგა წყალდიდობით დაზიანებული ხიდი მდინარე ჭოროხზე (აჭარა), რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "ბადიაური-ბაკურციხე-გურჯაანის", "წნორი-ენამთისა" და "საგარეჯო-უდაბნოს" გზებს; მონაწილეობდა I კატეგორიის გზის "თბილისი-ნატახტარის" მონაკვეთის, თბილისის შემოსავლელი გზებისა და საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საინჟინრო კორპუსის მშენებლობაში; ასევე, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქ. სპიტაკის აღდგენაში (სომხეთში); ხელმძღვანელობდა საჩხერისა და ჭიათურის რაიონებში გზების აღდგენით სამუშაოებს, სოფრინოს, პუშკინოს, რიგის, ყაზანისა და ლენინგრადის სადგურების, რკინიგზის პოლიკლინიკების, 300-ბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და შიდა სამუშაოებს (ქ. მოსკოვში); შპს "საქგზაპროექტის" გენერალური დირექტორია; მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, ქ. მოსკოვის მერისა და რუსეთის ფედერაციის რკინიგზის უფროსის მადლობები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.591-592; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: