The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ყანჩელი

Date of birth:10 July, 1906
Date of death:1979  (at 72 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ავტოსაგზაო-სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს.

1932 წელს მუშაობა დაიწყო სპეცგანაწილებით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საავტომობილო გზების მშენებლობის მთავარ სამმართველოში უბნის ოსტატად, მთავარ ინჟინრად; 1936-1939წწ. მუშაობს ზემო სვანეთის უბანზე სამუშაოთა მწარმოებლად; შემდგომ ყვარელში, რაჭაში, ხევსურეთში ცალკეულ უბნებზე და ა.შ.; მისი ხელმძღვანელობით პირველად ჩატარდა ამიერკავკასიის საავტომობილო გზების ინვენტარიზაცია და შემუშავდა საავტომობილო გზების განვითარების ეტაპობრივი გეგმები კატეგორიების მიხედვით; ამიტომაც ითვლება ქართველ მეგზევეთა პირველი თაობის წარმომადგენლად; 1939-1941წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N742; 1941-1945წწ. შპს სპეცსამშენებლო N142 უბნებს; საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გორის N28 საექსპლუატაციო უბანს, "მანგლისი-წალკის" უბანს; მის სახელთან არის დაკავშირებული "ვაზიანი-უჯარმა-თიანეთის", "საჩხერე-ზესტაფონის", "თეთრიწყარო-ხრამჰესის" დამაკავშირებელი გზების და სხვა ობიექტების მშენებლობა; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; საბრძოლო და სამოქალაქო ჯილდოების მფლობელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.592

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

Share: