Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ყანჩელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო ლაბორანტად ინსტიტუტის მასალათა გამძლეობის ლაბორატორიაში; 1957 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტსა და ქ. თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში საპასუხისმგებლო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე; 1964-1991წწ. მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ცხინვალის სამშენებლო ორგანიზაციებში; განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ქართლის რეგიონის წამყვან სამშენებლო ორგანიზაციებში, ასევე, ტრესტ "ორგტექმშენისა" და საწარმოო-სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე ყოფნის დროს; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, თბილისსა და ქართლის რაიონებში აშენდა საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი დანიშნულებისა და სამრეწველო ობიექტები, ხელოვნური ნაგებობები, საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა (თბილისში, გაგარინის ქუჩაზე); პირველად საქართველოში, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების მაღლივი შენობებისთვის ანაკრები რკინაბეტონის, უნიფიცირებული, სეისმომედეგი კარკასულ-პანელოვანი ნაკეთობების სერიის დამუშავების, ათვისებისა და დანერგვის პროცესებში მონაწილეობისათვის 1980 და 1988 წლებში სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიები მიენიჭა; არის 3 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1980, 1988), საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის პრემია შედუღებისთვის მცირეგაბარიტიანი წყაროს შემუშავებისა და დანერგვისთვის. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.592-593; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.41 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |