შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შამათავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1980 წელს. 1973-1981წწ. მუშაობდა "საქქალაქპროექტში" არქიტექტორად; 1981 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის"დირექტორად; 2000-2001წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის"დირექტორად; 2001-2002წწ. -კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორიად; 2002 წლიდან - სამაუწყებლო კომპანია "იმედის" გენერალური პროდიუსერად. გადაიღო ფილმები: "რევანში" (მ/მ, 1982), "ვამეხი მოდის" (ო. ლითანიშვილთან ერთად, 1987), "ნატო ვაჩნაძე" (დოკ/ფ, 1983), "ტურანდოტი" (1989), "ატრაქციონი", "ფიესტა" (მ/მ, 1996), "ძვირფასო მ." (2000). მიღებული აქვს საერთაშორისო კინო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ახალი კინო ენისთვის - "ტურანდოტი" (ვალენსია, 1991). კინორეჟისორი, პროდიუსერი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; არტინფო: artinfo.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |