შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოკი შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადებს ადგილი: სოფელი ქვაყუდა, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა ორწლიანი საოპერატორო კურსები 1936 წელს. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში" რეჟისორის თანაშემწედ. II მსოფლიო ომის დროს აწვდიდა სიუჟეტებს კინოჟურნალებისთვის. მერე ოპერატორად იმუშავა მხატვრულ ფილმზე "დავით გურამიშვილი" (ნ. სანიშვილი, ი. თუმანიშვილი, 1946). გადაიღო ანიმაციური ფილმები: "ნიკო და ნიკორა" (ა. ხინთიბიძე, 1954), "ჩხიკვთა ქორწილი" (ს. სპარსიაშვილთან ერთად/ა. ხინთიბიძე, 1957), "ხელმარჯვე ოსტატი" (ვ. ბახტაძე, 1957), "უქნარა" (ა. ხუსკივაძე, 1958). 1959-1973წწ. ქდსპფ სტუდიის ოპერატორია, გადაიღო სხვადასხვა ჟანრის ფილმები, მათ შორის: "საპოვნელა" (ო. იოსელიანი, 1959), "იაკობ გოგებაშვილი" (ა. მამულაშვილი, 1960), "ფეხბურთის ოლიმპზე" (თ. ნოზაძე, 1964), "შვილიკა" (ზ. კაკაბაძე, 1965), "ვასილ ამაშუკელი" (ა. მამულაშვილი, 1971) და სხვ. კინოოპერატორი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 189; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |