The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ყაჭეიშვილი

ზურაბ ყაჭეიშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ყაჭეიშვილი
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981 წლამდე იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" სხვადასხვა თანამდებობაზე; მუშაობდა ინსტიტუტის სამეცნიერო ნაწილში; აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებისა და სამეცნიერო თემატიკის დამუშავებაში; 1981-1987წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში; 1987 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, მოგვიანებით კი საქართველოს სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სახელმწიფო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილედ; მუშაობდა "საქმშენინსპექციის" გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ, სახელმწიფო გაერთიანება "ტაძარმშენის" თავმჯდომარის მოადგილედ, მშენებლობისა და საშენი მასალების რესპუბლიკური კომერციული ცენტრის გამგეობის თავმჯდომარედ; 1994-1995წწ. იყო საქართველოს პარლამენტის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი; არის 12 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 ლიცენზირებული გამოგონების ავტორი; მისი გამოგონებებიდან უნდა აღინიშნოს წინასწარ დაძაბული ანაკრები რკინაბეტონის საძირკვლები (დანერგილია ქ. თბილისის ბინათმშენებლობაში) და მაღლივი მრავალსართულიანი სახლებისათვის ანაკრები წინასწარ დაძაბული სიხისტის გულა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი მეცნიერების დარგში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.593-594


გააზიარე: