The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ყიასაშვილი

შალვა ყიასაშვილი
Date of birth:1908  (117 years)
Date of death:19??
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის საინჟინრო სამელიორაციო ინსტიტუტი 1931 წელს.

1931 წელს შრომითი საქმიანობა დაიწყო კურორტ აბასთუმნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე; მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში სამშენებლო სამმართველოს უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: ტაშისკარის, თეძამისა და კავთისხევის სარწყავი სისტემები, ტირიფონისა და ხალთვის სარწყავი სისტემების რეკონსტრუქცია; როგორც სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოირჩეოდა ორგანიზატორული ნიჭითა და უნარებით, თანამშრომლებსა და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა; ახალგაზრდობაში იყო თბილისის დინამოს კალათბურთელთა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.594

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: