The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ყიფიანი

დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1953  (71 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს; გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში.

1975 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1987 წლიდან იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან საკუთარ საპროექტო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს; 1988 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურული პროექტების და პროექტირების საკანონმდებლო დარგში; მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს სარეაბილიტაციო საავადმყოფოს პროექტი (1981); საცხოვრებელი კვარტალი ქ. ტიუმენში (1986); სკოლა, რესტორანი და უნივერსამი ქ. ტიუმენში (1986-1989), ქ. თბილისში მე-3 მასივის რეკონსტრუქციის პროექტი (1990), ყრუთა საზოგადოების სპორტუს-კულტურული კომპლექსი (1992), წყნეთში - "ვაშლის ბაღების", "მშრალი ტბის", ახალდაბის გზის მიმდებარე ტერიტორიების დაგეგმარება (1998-2003), საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში იოსებიძის, საბურთალოს, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირზე (2005-2015) და სხვა. არქიტექტურის დოქტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.595

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, საკანონმდებლო კომისიის თავმჯდომარე (2000-2010)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1997-2000)
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1984-)

გააზიარე: