შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ქუთქალაქპროექტში" ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-1968წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის განყოფილების უფროსად, სახლსაშენი კომბინატის მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1968-1996წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მმართველისს მოადგილე, მმართველი, ქ. ქუთაისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ობიექტების, ჩაის ფაბრიკების, საკონსერვო ქარხნების, სტიქიის დაზარალებული მოსახლეობისთვის კეთილმოწყობილი სახლების მშენებლობას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.596; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.213 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |