The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა ყიფიანი

ნათელა ყიფიანი
დაბადების თარიღი:25 აგვისტო, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრაზე ასისტენტად, უფროს მასწავლებლად; მუშაობას აგრძელებს დოცენტის თანამდებობაზე; მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა დაინერგა რესპუბლიკის სამშენებლო სფეროს მასშტაბით; პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა; არის 25 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მეთოდური მონოგრაფია-მითითების ავტორი; წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, სადიპლომო გამოცდებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კომისიების წევრი; არის უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ორგანიზატორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი კონსტრუქციის სივრცითი შპრეგელური ფერმის ანგარიში", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.596-597


გააზიარე: