შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ყუბანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს; 1964-1966წწ. სწავლობდა ასპირანტურაში. 1960-1963წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N454 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხიდმშენში" ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1967 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, განყოფილების გამგის თანამდებობებზე. მისი მოღვაწეობის სფერო მოიცავს ახალი პროგრესული კონსტრუქციების დამუშავებასა და ენერგეტიკულ, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში დანერგვას; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავებულია რვა თავი "სამშენებლო ნორმები და წესები"; მეცნიერულ და პრაქტიკულ დონეზე ატარებდა საქართველოში მშენებარე, კონსტრუქციულად რთულ ნაგებობებში გამოყენებული სამშენებლო მასალების კვლევას; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 10 საავტორო მოწმობა, საქართველოს, გერმანიის, აშშ, იაპონიის პატენტები. 1990-2008წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოების წევრი. 1988 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. 1987-1990წწ. არჩეული იყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების დინამიკისა და სეისმოლოგიის საუწყებო კომისიის წევრად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1992). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.597; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.359-360 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |