The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ყურუა

დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2002  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს.

მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად და პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტის დაუსწრებელ სწავლების განყოფილებაზე; 1954 წელს დაინიშნა ცემენტის ქარხნის ჯერ ცვლის უფროსად, შემდგომ კი საამქროს უფროსად; 1957 წლიდან იყო ქარხნის მთავარი ინჟინერი; როგორც გამოცდილი სპეციალისტი და ორგანიზატორი საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მიერ გადაყვანილ იქნა მეტეხის მშენებარე აგურის ქარხნის მთავარ ინჟინრად, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ, დირექტორად დაინიშნა; აღნიშნული ქარხნის სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის შემდეგ მისი გენერალური დირექტორი იყო; დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება საქართველოში ადგილობრივი რესურსებით საშენ მასალათა წარმოების განვითარების საქმეში, რის გათვალისწინებითაც საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება მიენიჭა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.598-599; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

გააზიარე: