The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიდია ნატროშვილი

Date of birth:24 September, 1878
Date of death:1979  (at 100 years)
Category:Educator

Biography

დაამთავრა  თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ  მიენიჭა მასწავლებლის ხარისხი. 1898 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სასწავლებლის საისტორიო-ლიტერატურულ ფაკულტეტზე. 1903 წელს დაამთავრა სასწავლებელი და დაბრუნდა თბილისში. 1905-1906 წლებში ლიდია ნატროშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ ქ. განჯის ქალთა გიმნაზიაში, შემდეგ ქ. ალექსანდროპოლში (გიუმრი, სომხეთი). 1910 წელს  თბილისში დაბრუნდა. 1924 წლიდან მოღვაწეობდა სოფ. ბოდბეში, ახლად დაარსებულ პედაგოგიურ ტექნიკუმში. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, ლიდია ნატროშვილი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მან რუსულად თარგმნა აკაკი წერეთლის მოთხრობები "ბაში-აჩუკი", "ჩემი თავგადასავალი"; ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვის, ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობები. ანტონ ნატროშვილის ქალიშვილი.

წყარო: ლიტერატურის მატიანე/ალიბეგაშვილი დ.. -თბ., 1986. - გვ. 185


Share: