The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლიანა გაბეჩავა

ლიანა გაბეჩავა
Date of birth:20 October, 1935  (88 years)
Category:Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი საშუალო სკოლის ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლის სპეციალობით 1960 წელს.

1960-1962 წწ. მუშობდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ლაბორანტად; 1962-1964 წწ. იყო ამავე ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსების მსმენელი; 1964-2005 წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; სტუდენტობის პერიოდში თარგმნიდა ინგლისელი მწერლების მოთხრობებს ქართულ ენაზე. რამდენიმე მათგანი დაიბეჭდა ჟურნალ "ხოლმში" და ამერიკული ნოველების ორტომეულში. მუშაობდა უცხოურ დელეგაციებთან, ასევე სინქრონისტ მთარგმნელად სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე (რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია; მიწისძვრების და ცუნამის შესახებ გამართულ სამეცნიერო კონფერენცია; ე.წ. "ჩატოკვას" კონფერენციაზე). აქტიურად ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. ინგლისურიდან თარგმნა სტენ ბარსტოუს რომანი "ესეც ხომ სიყვარულია". უმეტესად თარგმნიდა სამეცნიერო ნაშრომებს ქართულიდან ინგლისურად. მის მრავალ თარგმანს შორის არის ლევან სანიკიძის ისტორიული რომანი "ჰაბირუელ, ისრაელ, ებრაელ", რომელიც ცალკე წიგნად გამოიცა; თარგმნა ქართული არქიტექტორების რვატომეული, რომელიც გამოიცა მიკროფიშების სახით. მანვე თარგმნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ხალხური პოლიფონიისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, ო. მიმინოშვილის წიგნი "ეთნოგრაფიული მოგზაურობა საქართველოში", დ. მდივნიშვილის "მშვენიერთა სავანე". ლონდონში 2010 წელს გამოიცა წიგნი "მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო", რომელიც ასევე მის მიერაა თარგმნილი. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის დამსახურებული ლექტორი, ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში დასახელებულ იქნა წლის საუკეთესო პედაგოგად, მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მადლობა.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.82

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში ნაშრომისთვის - ქართული არქიტექტურა : მიკროფიშების კრებული // წ. 1: შიდა ქართლი (ინგლისურ ენაზე, გამოცემულია ჰოლანდიის ქ. ლაილენში, 1994)

Bibliography

  • იშხანი = Ishkhani : ალბომი (Translator). - თბილისი, შპს "სეზანი", 2010. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-0-2507-5
  • ოშკი = Oshki : X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი (Translator). - თბილისი, 2009. - 72გვ.. - ISBN: 978-9941-0-2169-5

Share: