The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა კუდავა

მამუკა კუდავა
Date of birth:13 June, 1971  (53 years)
Category:Diplomat, Public official, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1993 წელს; ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მოხელეთა ინსტიტუტი 1995 წელს; ბრიუსელის ფრანკოფონული უნივერსიტეტი 2001 წელს; ადმინისტრაციის ნაციონალური სკოლა (საფრანგეთი) 2005 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლა 2018 წელს.

1995-1998წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისა და სამხედრო-პოლიტიკის დეპარტამენტის მესამე მდივანი, სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1997-1998წწ. მონტერეის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი (აშშ, კალიფორნია); 1997 წლიდან ნატოს დემოკრატიული ინსტიტუტის სტიპენდიატი; 1998-2000წწ. ბენელუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და უფროსი მრჩეველი; 2000-2002წწ. ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; 2002-2004წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2005-2007წწ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2016წწ. საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური საგამოძიებო ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2013-2017წწ. საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტი; 2016-2017წწ. საქართველოს პოლიტიკური და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის უმცროსი მრჩეველი; 2013 წლიდან – BLC law ოფისის მრჩეველი; 2014 წლიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფილოსოფიის მკვლევარი; 2018 წლიდან GOFORIT სისტემის მრჩეველი; 2018 წლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიური თეზისის მკვლევარი; 2007-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში და მონაკოს სამთავროში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში; 2000 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2001 წელს მიღებული აქვს ნატოს გენერალური მდივნის ლორდ რობერტსონის მადლიერების წერილი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.276; საქართველოს საზოგადებრივ საქმეთა ინსტიტუტი: newold.gipa.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.103

Member of Organizations

  • ბრიუსელის ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაცია, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს ჰარვარდის კლუბი , წევრი (2003-)
  • უილტონ პარკის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2003-)

Awards and Honors

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

Share: