The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი ლაზარაშვილი

გოგი ლაზარაშვილი
Legal name:გიორგი ლაზარაშვილი
Date of birth:11 June, 1946  (77 years)
Category:Sports Coach, Painter, Educator, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი 1969 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი) 1976 წელს.

1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი; საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი; ფერწერის სექციის თავმჯდომარე; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 1976 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: მირზაანში (1985), თბილისსა და მოსკოვში (1989); ჰუნგენში (1991), ჰანოვერსა და თბილისში (1994), მიუნჰენში (ბოდო შნიდსის გალერეა, 1996), აისბერგენში (გალერეა "შპიგელ", 2002); პეტერს-ჰაგენში (კულტურის ცენტრი, 2006). მიღებული აქვს თბილისის მხატვართა საერთაშორისო არტფესტივალის ორი: III (1999) და I (2001) პრემიები. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, ტრეტიაკოვის გალერეაში (რუსეთი), საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთში, კანადაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იაპონიაში, ირანში, ისრაელში, უნგრეთში, თურქეთში, ქუვეიტში, ბელგიასა და დიდ ბრიტანეთში. საიალქნო სპორტის ოსტატი, მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.281; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 122-123

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1981-)

Share: