The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ლაზარაშვილი

ლალი ლაზარაშვილი
Date of birth:15 August, 1970  (53 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1994 წელს; მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1997 წელს; სტოკჰოლმის სამეფო ტექნიკური ინსტიტუტის მაგისტრატურა 1999 წელს.

იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის დეპარტამენტის კონსულტანტი, სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის წევრი; 1996-2000წწ. კერძო სამართლის სამმართველოს საუწყებო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების უფროსი; კერძო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი; სამართალშემოქმედების მეთოდიკის განყოფილების უფროსი; კანონმდებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2000-2003წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2003-2005წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე; 2005-2010წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე (ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა/სამოქალაქო საქმეთა პალატა); 2006-2009წწ. თბილისის ეკონომიურ ურთიერთობათა საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2008-2012წწ. კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; 2010-2012წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011-2012წწ. საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 1998 წლიდან სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები (სტატიები და ერთი მონოგრაფია) საკორპორაციო, სანივთო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე. მინიჭებული აქვს იურდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (სამოქალაქო სამართალი) ასევე მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიწის მართვის სფეროში. საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2011).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი მოწესრიგება".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.281; სამართლის სახლი: hol.ge

Bibliography


Share: