The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მესხი

დაბადების თარიღი:1841  (184 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
დაკრძალვის ადგილი:სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი მესხი ქუთაისში დაბრუნდა. ქუთაისის გიმნაზიაში ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა, მაგრამ სასწავლებელში არსებულ რეჟიმს ვერ შეეგუა, პედაგოგობას თავი დაანება და საჩხერის მაზრაში მომრიგებელ შუამავლად დაიწყო მუშაობა. ცოლად ჰყავდა ქუთაისის პირველდაწყებითი ორკლასიანი სასწავლებლის გამგის, ლოტბარ ანდრია მრევლიშვილის ასული ანა. მას ძალიან უყვარდა მუსიკა და კარგად უკრავდა სიმებიან ინსტრუმენტებზე. ოთხი შვილის მამა დიდხანს არც მომრიგებელი შუამავლის თანამდებობა შერჩა, ისევ რუსეთში წავიდა და მოსკოვის უნივერსიტეტში მოეწყო. პეტერბურგში არეულობის და მოსკოვში ლტოლვილობის დროს, ფეხით დიდი გზა გაუვლია, რამაც მისი ჯანმრთელობა ძალიან შეარყია. მოსკოვში უკვე ავადმყოფი სწავლობდა: გულის უკმარისობას წყალმანკიც დაერთო და სრულიად ახალგაზრდა, შუა ასაკს მიუღწეველი ქუთაისში გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ რიონში. გიორგის ქვრივი ანა, ვაჟი ანდრია და სამი ქალიშვილი ბაბუის, სიმონ მესხის მეურვეობის ქვეშ დარჩნენ. სიმონმა ყველა შვილიშვილს დაამთავრებინა საშუალო სასწავლებელი, რის შემდეგ ანდრია რკინიგზის უწყებაში განაწესეს, ქალები კი აქტიურად მონაწილეობდნენ ქუთაისის ქართულ თეატრში. საყურადღებოა, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე გიორგი მესხის ქალიშვილის მარიამის შვილი იყო. საქმის მომრიგებელი.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: