შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ლანჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1991 წელს. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებსა და საერთაშორისო კონფერენციებში. 2002-2003წწ. ჩააბარა მოსამართლეობისა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. 2008-2009წწ. მონაწილეობდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტებსა და კონფერენციებში ისრაელში, კოპენჰაგენში, ბუქარესტსა და თბილისში. გავლილი აქვს ტრენინგები სასამართლო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე. 2011 წელს ჩააბარა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მონაწილეობდა გერმანია-საქართველოს ერთობლივ ტრენინგში იურიდიული პროფესიის განვითარების საკითხებსა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე საქართველოში, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ტრენინგებში, ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის ღონისძიების სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში, საავტორო და სასაქონლო ნიშნების სამართალწარმოების და განხილვების შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბათუმში. გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა-ტრენინგში ქ. ბერლინი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობს საადვოკატო ოფისს. 2013 წელს არჩეული იქნა GLIP-ის თავმჯდომარედ. იურისტი, ადვოკატი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.282; liberali.ge; lanchava.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |