შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ლებანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ქირურგიის ცენტრის კლინიკური ორდინატურა 1975 წელს; ასპირანტურა 1978 წელს. 1978-1980წწ. იყო ქ. მოსკოვის ქირურგიის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1882წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1982 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე; 1981-2004წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1992-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სამმართველოს უფროსი; 1988-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დარგში, სადისერტაციო საბჭოს წევრი სპეციალობებში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია" და "კრიტიკული მედიცინა". გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 1 მეთოდური რეკომენდაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.285; vidal.ge; ka-ge.facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.201 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |