Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი შანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1959წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგედ; იყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "საქსახპროექტის" დირექტორი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების გამგე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების გამგის მოადგილე; 1982 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; მონაწილეობდა სასტუმრო "აჭარის", სპორტის სასახლისა და თბილისის სხვა მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების პროექტირება-მშენებლობაში; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისა და საშენი მასალების წარმოების დარგების განვითარებაში. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.606 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |