The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ შანშაშვილი

ვლადიმერ შანშაშვილი
Date of birth:20 May, 1926  (98 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1949 წელს.

1949-1954წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N1 საგზაო საექსპლუატაციო უბნის ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1954-1968წწ. მუშაობდა საკავშირო საგზაო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში საპროექტო-კვლევითი პარტიის ინჟინრად; 1968-1973წწ. იყო ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი ინჟინერი, შემდეგ ავტოსტრადა "თბილისი აეროპორტის" მშენებარე დირექციის მთავარი ინჟინერი; 1973-1981წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ბანკის საინჟინრო-საკონტროლო სამმართველოში ინჟინრად, წამყვან ინჟინრად; 1983-1986წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1986 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში" საგეგმო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.606-607

Awards and Honors

  • საპატიო მეგზევე

Share: