The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შარაძე

ოთარ შარაძე
დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქედის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს.

1974-1982წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად და განყოფილების უფროსად; 1982-1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში - პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის საექსპერტიზო ბიუროსა და არქმშენინსპექციის უფროსად; 1997-2002წწ იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 2002-2007წწ. შპს "აჭარის ელექტროკომპანიის" ინჟინერი; 2007 წლიდან შპს "კონსტრუქტორ-21"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1976-1983წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს ბატუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში; 1990-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და 2005-2009წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე; სხვადასხვა დროს თავმჯდომარეობდა საგამოცდო კომისიებს; აქტიურად იყო ჩართული, როგორც დამპროექტებელი, მშენებელი და ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას; მიღებული აქვს რიგი საუწყებო ჯილდო.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.607; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.105

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: