The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ შარაბიძე

ზურაბ შარაბიძე
Date of birth:14 August, 1929  (95 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1952 წელს.

1953-1954წწ. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში (თბილისის კონიაკისა და N3 ღვინის ქარხნების მშენებლობაზე) სამუშაოთა მწარმოებლად; 1954-1957წწ. კავკასიის არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელი ტრესტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში - თბილისის უბნის უფროსად; 1958-1959წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში. სოხუმის უბნის უფროსი; 1959-1964წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ტრესტის აფხაზეთის უბნის უფროსი; 1964-1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1993-1997წწ. იყო დევნილობაში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1997-2007წწ. სს "ინჟმშენის" მთავარი მშენებელი; მონაწილეობდა რესტორან "ამრას" (სოხუმში), სამრეწველო და კვების პროდუქტების ცენტრალური სასაწყობო მეურნეობების, ადმინისტრაციული, კომუნალური, საბინაო და სხვა სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობებისა და ობიექტების მშენებლობაში (ქ. სოხუმის, გუდაუთის, გაგრის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში); ხელმძღვანელობდა სამუშაოებს "ბაქო-სუფსისა" და "ბაქო-ჯეიჰანის" ნავთობსადენების საქართველოს უბნებზე, ასევე, მარმარილოს ქარხნის, სასტუმრო "მარიოტის" (თბილისში), რუსეთის საელჩოსა და საკონსულოს, მთელი რიგი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ყაზარმების მშენებლობას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.607-608


Share: