შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ შარაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "კავგიპროტრანსში" ინჟინრად; მუშაობდა სპეციალიზებულ სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენში" მთავარ დისპეტჩერად, ბეტონის მილების დამამზადებელი საწარმოს დირექტორად, მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1976 წლიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" სისტემაში; იყო საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, ტრესტის მმართველი; 1980-1983წწ. მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში მშენებელ კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ ინჟინრად; იყო სააქციო საზოგადოება "ინჟმშენის" გენერალური დირექტორი; მონაწილეობდა საცურაო აუზის (სანაპიროზე), საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის", მიწისქვეშა გადასასვლელების, თბილისის მთავარი საკანალიზაციო კოლექტორის, მიწისქვეშა კომუნიკაციების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა თბილისის მაგისტრალური წყალსადენების, საქვაბეების, "ბაქო-სუფსის" ნავთობსადენის სატუმბი სადგურების, საცხოვრებელი სახლების (თავისუფლების მოედანზე) მშენებლობას, სასტუმრო "თბილისის" აღდგენით-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს; დაჯილდოებულია სირიის არაბთა რესპულიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.608; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |