The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლორენცო შარანგია

ლორენცო შარანგია
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1935  (90 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხური, გალის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს.

1958-1975წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "კოლხეთმშენის" ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში სამუშაოთა მწარმოებლად, კოლონის უფროსად; 1975 წელს გადაიყვანეს სამშენებლო გაერთიანება "საქმთავარწყალმშენის" სოხუმის სამმართველოს უფროსად; 1986 წელს სამშენებლო ტრესტ "აფხაზწყალმშენის" მმართველად; 1992 წელს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, კურირებდა სამშენებლო მელიორაციას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; არაერთგზის იყო არჩეული ოჩამჩირის რაისაბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.609

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: