The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია შარაშენიძე

ილია შარაშენიძე
Date of birth:26 February, 1959  (66 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს; დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1984 წელს; სწავლობდა ქ. მოსკოვის ქალაქმშენებლობის ინსტიტუტის ასპირანტურაში 1985-1989წწ; დაამთავრა საქართველოს სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1990 წელს.

1979 წელს მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-არქიტექტორად; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში სწავლულ მდივნად; 1989-1994წწ. ასევე ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია "აია"-ს; 1998 წელს მუშაობდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში ისტორიული რაიონის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად; 2001 წელს დაინიშნა არქიტექტურულ-გეგმარებითი საბჭოს პასუხისმგებელ მდივნად; 2003 წელს კი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურში კონტროლის განყოფილების უფროსად; 2005 წლიდან ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის უფროსი იყო; 2007 წელს დაინიშნა სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავი" მთავარ არქიტექტორად; მისი ძირითადი ობიექტებია: თაბუკაშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია თბილისში; "დიდი დიღომის" დეტალური ფაგეგმარება; საცხოვრებელი კომპლექსი "ორთაჭალის ბაღები", დიდი ხეივნის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი და სხვა ქალაქმშენებლობითი ობიექტები; მოცულობითი არქიტექტურის ობიექტები - მრავალფუნქციური კომპლექსი "დიდუბის ვარსკვლავი" წერეთლის გამზირზე; სასტუმრო კომპლექსი "შავი ზღვის ვარსკვლავი" გონიოში; საცხოვრებელი კომპლექსი მგალობლიშვილის ქუჩაზე თბილისში; 2009 წლიდან ხელმძღვანელობს ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანიებს "ბაზალტ-დიზაინსა" და "ბაზალტ-კონსტრაქშენს".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.609

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1984-)

Share: