შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატაშა შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1979 წელს. 1979 წლიდან მოღვაწეობს მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. კინოში იღებენ 1973 წლიდან. მნიშვნელოვან როლებს შორის აღსანიშნავია: ნელი ("და მაშინ ვთქვი არა", პ. არსენევი, რუსეთი, 1973), მარიამი ("დაჭრილი ქვები", 1986, უკრაინა), ნატო ("მამა, შვილი და ნიავი", გ. ჭყონია, 1988), ნუცა ("იქ, ჩემთან", ზ. ხალვაში, 1990). მონაწილეობს ფილმებში: "ფლეიტა" (გ. დადიანი, 1976); "ქართლოსიანთა საკურთხეველი" (ა. აბაშმაძე, 1982), "ქართველები ცაში" (ო. გვასალია, 1982); "თბილისი ჩემი სახლია" (ე. ბადურაშვილი, 1994), "წარსულის არჩდილები" (ლ. თუთბერიძე, 1996) და სხვ. კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას ქალიშვილი. წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 192; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |