The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა ლიკლიკაძე

კობა ლიკლიკაძე
Date of birth:10 June, 1966  (58 years)
Category:Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის გადასამზადებელი სპეციალური კურსები გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში.

1990-1993წწ. გაზეთ "საქართველოს" ჟურნალისტი; 1993-1998წწ. თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი; 1998-2000წწ. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი. იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ჟურნალისტი, ავტორი ყოველკვირეული პროგრამისა "დაბრკოლების ზოლი", რომელშიც შუქდებოდა სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. რადიოს ქართული სამსახურის საიტის მუდმივი ბლოგერი. 2001 წლიდან მუშაობდა რადიო თავისუფლებაში. 1992-1993წწ. როგორც კორესპონდენტი აშუქებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, მუშაობდა საერთაშორისო ცხელ წერტილებში-კოსოვოსა და ერაყში, აშუქებდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, რისთვისაც დაჯილდოებულია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სპეციალური მოწმობით. კითხულობდა ლექციებს სამხედრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა გაზეთებში "საქართველო" და "კავკასიონი", უძღვებოდა რამდენიმე პოლიტიკურ ტოკშოუს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", "ტელეკომპანია 202"- სა და "საქართველოში". გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან გამოცემებში, "IWPR"-ისა და "Jamestown Foundations"-ის კვლევითი ინსტიტუტების საიტებზე სამხედრო მშენებლობის პრობლემებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, იარაღის უკანონო ვაჭრობაზე და სხვა. ექსპერტი სამხედრო საკითხებში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.287; radiotavisupleba.ge


Share: