Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ შარტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1962-1965წწ. პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო იმავე წელს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში"; მუშაობდა "ლაჯანურჰესისა" და "სიონჰესის" მშენებლობებზე ინჟინრად, განყოფილების უფროსად; იყო "ენგურჰესის" მშენებლობის სამმართველოს ინჟინერი; 1966-1968წწ. მივლინებით იმყოფებოდა არაბეთის რესპუბლიკაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა "ენგურჰესის" მაღლივი კაშხლის მშენებლობის სამმართველოში, გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური, უბნის ოსტატობიდან სამმართველოს უფროსობამდე; 1964 წლიდან მოსკოვში გადადის სამუშაოდ და "მოსენერგოს" სამმართველოში ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილეა, ხოლო 1995 წელს დაინიშნა მოსკოვის თბილელექტროსადგურის "ტეც-27"-ის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; იმავე წელს გადაყვანილ იქნა "მოსენერგოს" "ტეც-27"-ის დირექციის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსის მოადგილედ; მისი მონაწილეობით გაიშვა N1, 2, 3 და 4 აგრეგატები და მთლიანად "ტეც-27" ექსპლუატაციაში (სიმძლავრით 1100 კვარ); 2009 წლიდან კვლავ საქართველოშია და აქტიურად მოღვაწეობს ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევებსა და შეფასებაბში; არის მრავალი რეკომენდაციის ავტორი; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1990); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 2014 წელს გამოსცა წიგნი "ენგურის ერთგული მეც ვარ". წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.610; facebook.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |