Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ იარაჯული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1988–1992 წლებში სწავლობდა რუსეთში, კაჩას (ყირიმი, სევასტოპოლის რაიონი) უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში. აფხაზეთის ომის დაწყების შემდეგ, 1992 წელს, ზურაბ იარაჯული საქართველოში დაბრუნდა და გადამზადება სუ-25 მოიერიშეზე გაიარა. იმავე წელს ავიაციის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განახორციელა ოცზე მეტი საბრძოლო გაფრენა. 1993 წლის 13 ივლისს მონაწილეობდა სოხუმის მისადგომებთან სოფ. შრომის დაცვაში. ამ დღეს კოპიტნარის აეროდრომიდან განახორციელა 2 საბრძოლო გაფრენა. მოწინააღმდეგის კოლონაზე შეტევის დროს მისი სუ-25 მოიერიშე ჩამოაგდეს. ზურაბ იარაჯულმა მოახერხა კატაპულტირება, თუმცა ფრონტის ხაზს მიღმა აღმოჩნდა. დაიღუპა გუმისთის ტყეში მდევართან შეტაკების დროს მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა დანებებაზე. დაიღუპა აფხაზეთის ომში. დაკრძალულია სოფ. იარაჯულებში (ახლანდ. თიანეთის მუნიციპალიტეტი). თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში არის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი (გაიხსნა 2017 წელს). საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს ეროვნული გმირები: history.mod.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ. 113 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |