The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე შნაიდერი

პავლე შნაიდერი
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2013  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1953 წელს.

1953-1958 წწ. მუშაობდა რუსული ენის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლებში; 1958-1961 წწ. საქართველოს ტელევიზიაში ფოტოკორესპოდენტად და კინოოპერატორად (1961-1968); 1968 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში როგორც დამდგმელი ოპერატორი, გადაიღო მხატვრული ფილმები: ალიკო ნინუას "ლევანის დღიური" (რეჟ. 1962), "თოჯინების სამყაროში" ( 1962), "მეტოქეები" (1964), "კედელი" (1966), "ცაბუნია" (1969), "მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ" (1973), "მე მოვედი"( 1981), გივი ვეფხვაძის - "კთილი კაცი" (1984), "პატარა დეტექტივი" (1985), ზაალ კაკაბაძის - "მწირი" (1976), "უმცროსი და" (1977), "პრომეთეოსი" (1984), "მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ" (1986), აგრეთვე "თოჯინები დაეხმარნენ" (შ. ქარუხნიშვილი, 1963), "ბიჭი და ჩიტი" (კ. სურმავა, 1968), "ჰობოი" (რ. კეზელი, 1977). 1990-დან ცხოვრობდა ისრაელში. კინოოპერატორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

გააზიარე: