The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე შენგელია

კონსტანტინე შენგელია
Date of birth:26 August, 1945  (79 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობდა საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს სისტემაში და გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური ინჟინრიდან კაპმშენებლობის განყოფილების მთავარ ინჟინრობამდე; იყო ქ. თბილისის კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს უფროსი, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის თავმჯდომარე; მონაწილეობდა ქ. თბილისის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო, საბინაო, კომუნალური და წყალ-საკანალიზაციო ობიექტების მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა დედაქალაქის მიწისა და უძრავი ქონების საკადასტრო-სარეგისტრაციო სისტემის შექმნას და განვითარებას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.351

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მიწის რეფორმებისა და მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკულად განხორციელებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვის

Share: