Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს. 1960 წელს მუშაობას იწყებს ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში რიგით ინჟინრად; აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიარა ყველა სამსახურებრივი საფეხური რიგითი მუშაკიდან ორგანიზაციის ხელმძღვანელამდე და თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას; მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ჩატარდა ძირითადი ფონდებისა და საგზაო მეურნეობის პასპორტიზაცია-გადაფასება; დამუშავდა და ოთხტომეულად გამოიცა ქ. თბილისის სახელმწიფო და კერძო საკუთრების მფლობელთა საინჟინრო ტექნიკური წიგნი, რომლის ანალოგი იმ პერიოდისთვის საბჭოთა კავშირის მასშტაბით არ არსებობდა; გამოიცა მეტად ღირებული სტატისტიკური მონოგრაფია სახელმწიფო საუწყებო, კოოპერატიული და პირადი საკუთრების, საგზაო მეურნეობის და საბინაო ფონდის შესახებ; 1954-1960წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ცნობილი სოლისტი, საქართველოს, საკავშირო და მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი; საინვენტარიზაციო ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთგზის იყო არჩეული ქ. თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად; დაჯილდოებული იყო რამდენიმე ორდენითა და მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.616-617 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |