შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა შუბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N54 მექანიზებულ კოლონაში; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური ოსტატიდან კოლონის უფროსობამდე; ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს და "საქმთავარენერგოს" მცირე ჰესების ახალშექმნილ სამმართველოს; მონაწილეობდა "სტავროპოლსკაიას", "ტიხორეცკაიას", "პროხლადნაიას" (რუსეთი), "აფშერონის" (აზერბაიჯანი), "მარაშის" (სომხეთი), რუსთავის და მცირე ნავთლუღის ელექტროქვესადგურების, "ჩხოროწყუჰესის", "დმანისჰესის", "დურიფშჰესის", "არხოტჰესის", ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ქვესადგურების: "ნივინომინსკაიას", "ალაგირის", "ვლადიკავკაზ-2"-ს მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უნიკალური შენობის, თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელების (ი. ჭავჭავაძის პროსპექტსა და კოლმეურნეობის მოედანზე), გაგრის მიწისქვეშა გადასასვლელისა და სანატორიუმ "თბილისის" კომპლექსური სამკურნალო-სამედიცინო კორპუსის მშენებლობას; არის ჩრდილო ოსეთის საპატიო ენერგეტიკოსი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.621-622 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |