The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შერგილ შონია

შერგილ შონია
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 2015  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს.

თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან. 1958 წლიდან მოღვაწეობს კინოში, მუშაობდა ქსდპფ სტუდიაში რედაქტორად, 1960-1967წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პოპულარული ფილმების განყოფილებას, წერდა სცენარებს, როგორც რეჟისორმა გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის აღსანიშნავია: "სპორტსმენები" (1966), "აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი", "რა ენა წახდეს" (1968), "უხილავ სხივთა დამჭერნი" (1969), "ქართული ქორწილი" (1970), "ჯვარი" (1971), "თუშური ხალიჩა" (1972), "ლადო გუდიაშვილი" (1974), "ბაღის სამკაული" (ტ/ფ, 1976), "ათასი კოშკის ქვეყანა" (1980), "თბილისი, წელთა გადასახედზე" (1985), "შეხვედრა საქართველოსთან" (1985), "უკვდავი სული"(ზ. შანიძესთან ერთად, 1987), "ნაშრომი განძად დაშთების" (1988), "საქართველოს ოქრო" (ვ. ზურაბიშვილთან ერთად, 1988), "სცენიდან განდევნილი ადამიანები" (დ. კობახიძესთან ერთად, 1989), "გალობანი სინანულისანი" (1991) და სხვ. კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კინო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 193-194; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.17

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: